შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

#არაფერიიცვლება

ერს აქვს დიდი პრობლემა
და სისხლისგან იცლება.
მუდამ ვიბრძვით, თუმცაღა
#არაფერიიცვლება

ისევ გვმართავს სირთა წრე,
როგორც ხალხმა ინება.
ველოდებით, თუმცაღა
#არაფერიიცვლება

გვავიწყდება ხანდახან
მოღალატის მხილება.
ჩვენ ხსნას ველით, თუმცაღა
#არაფერიიცვლება

წუწუნში და ტირილში
ვერვინ შეგვეცილება.
თითქოს ვცდილობთ, თუმცაღა
#არაფერიიცვლება
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →