შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

კი, იცოდა

სანამ მოძმის სამკურნალოდ წავიდოდა,
დაიჭერდნენ და ჩასვამდნენ,
ხომ იცოდა?!
იცოდა და სწორედ მაშინ
მიდიოდა,
იცოდა და ტყვეობის
არ ეშინოდა.
საკანში მყოფს ხან სწყუროდა,
ხან შიოდა,
ბნელ დილეგში გამომწყვდეულს
თან სციოდა.
შენ იკითხავ სქელი შუბლით:
"ხომ იცოდა?!"
მე მარტივად გიპასუხებ:
კი, იცოდა.

#თავისუფლებავაჟაექიმს
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →