შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

როცა არ ჩანს პერსპექტივა

ცარიელი, ბნელი ქუჩა.
გული გტკივა, სული გტკივა.
ძნელი არის გაგრძელება,
როცა არ ჩანს პერსპექტივა.

ყველა სახლში ეძებს შვებას,
ზოგს შია და ზოგსაც სცივა.
ძნელი არის გაგრძელება,
როცა არ ჩანს პერსპექტივა.

არის ხალხი, არ აქვს სახლი,
ან არ იცის, როდის მივა.
ძნელი არის გაგრძელება,
როცა არ ჩანს პერსპექტივა.

არც მიზანი და არც გეგმა,
არა ინიციატივა.
ძნელი არის გაგრძელება,
როცა არ ჩანს პერსპექტივა.

#პერსპექტივა
#გვეშველებარამე #არა
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →