შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ჩემი პოლიცია

დამიმიზნე თვალში,
გამოჰკარი ჩახმახს.
ჩია კაცი გმართავს
ამოდენა ახმახს.

მომიწამლე სული,
გამიწურე გული,
შენ შენს მოძმეს ერჩი.
რომ მიიღო ფული.

დამითრიე ფეხით,
გადმომაგდე ქვემოთ.
დაუძახე ბიჭებს:
"მოდი ესეც ვცემოთ".

დამიბორკე ხელი,
ამომარტყი წიხლი.
ნეტავ რამდენს გიხდის,
რომ დაღვარო სისხლი.

შემიდგინე ოქმი,
შემითითხნე ბრალი.
არ დამინდო, არა,
გამოუშვი ჭავლი.

დროა უკვე გქონდეს
შენი პოზიცია.
მუდამ ჩემზე ზრუნავს.
ჩემი პოლიცია.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →