შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ისწავლე წერა

თუ შეგიძლია, დამითმე დრო მე,
მცირე წუხილის, მოკლე გოდების.
გამოცდილი მაქვს დღედაღამ შრომა,
მიჩვეული ვარ თრევას ლოდების.

აზრი აღარ აქვს მოთხრობის წერას,
აღარც ლექსების და არც ოდების.
სურვილი არ გვაქვს ჩვენ დახმარების,
გრძნობის, დანდობის, ან შეცოდების.

ხანმოკლე არის წუთისოფელი,
ცხოვრება აღარ განმეორდების.
თუ შეგიძლია, რჩევა მიიღე,
ისწავლე წერა, ოღონდ კოდების.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →