ჩანაწერი
Laravel
ტვირთია ჩემი სხეული
ჩემს გვარს სახელი წინ უძღვის
ბაბუაჩემისეული.
სხეული ჩემი ტვირთია,
ტვირთია ჩემი სხეულიმ
ოთხივე ცალი კიდური
მარტოსულია, ეული.
სხეული ჩემი ტვირთია,
ტვირთია ჩემი სხეული.
დამუხტულია აზრებით
ტვინის ყოველი ხვეული.
სხეული ჩემი ტვირთია,
ტვირთია ჩემი სხეული.
მუდმივად დასახურია
მოგონებების რვეული.
სხეული ჩემი ტვირთია,
ტვირთია ჩემი სხეული.
ტკივილი თანამგზავრია
შეჩვენებული წყეული.
სხეული ჩემი ტვირთია,
ტვირთია ჩემი სხეული.
გამოწვევები ქვებია
აღმართში წამოწეული.
სხეული ჩემი ტვირთია,
ტვირთია ჩემი სხეული.
შემომიჩნდება უჩუმრად
და მერე მებრძვის გრძნეული.
სხეული ჩემი ტვირთია,
ტვირთია ჩემი სხეული.
უნდა გავაერთიანოთ
ფხენიანი და სეული.
სხეული ჩემი ტვირთია,
ტვირთია ჩემი სხეული.
#სხეულიჩემიტვირთია
#ტვირთიაჩემისხეული
ბაბუაჩემისეული.
სხეული ჩემი ტვირთია,
ტვირთია ჩემი სხეულიმ
ოთხივე ცალი კიდური
მარტოსულია, ეული.
სხეული ჩემი ტვირთია,
ტვირთია ჩემი სხეული.
დამუხტულია აზრებით
ტვინის ყოველი ხვეული.
სხეული ჩემი ტვირთია,
ტვირთია ჩემი სხეული.
მუდმივად დასახურია
მოგონებების რვეული.
სხეული ჩემი ტვირთია,
ტვირთია ჩემი სხეული.
ტკივილი თანამგზავრია
შეჩვენებული წყეული.
სხეული ჩემი ტვირთია,
ტვირთია ჩემი სხეული.
გამოწვევები ქვებია
აღმართში წამოწეული.
სხეული ჩემი ტვირთია,
ტვირთია ჩემი სხეული.
შემომიჩნდება უჩუმრად
და მერე მებრძვის გრძნეული.
სხეული ჩემი ტვირთია,
ტვირთია ჩემი სხეული.
უნდა გავაერთიანოთ
ფხენიანი და სეული.
სხეული ჩემი ტვირთია,
ტვირთია ჩემი სხეული.
#სხეულიჩემიტვირთია
#ტვირთიაჩემისხეული
Laravel
კომენტარი
0