შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ქართველი

ქართველი კარგი კაცია,
ოკუპანტს გაეფინება.
სამშობლოს დაცვის სურვილით
ტკბილადაც ჩაეძინება.

ქართველი იქით გაცურავს,
სადაც წაიყვანს დინება.
სამშობლოს არვის წაართმევს,
მკვდარსაც კი გაეცინება.

რუსებს ვაბარებთ ქვეყანას,
აქ ხალხმა ასე ინება.
მე კი რაც მრჩება ნუგეშად
არის ლანძღვა და გინება.

#არარუსეთს #არარუსს #არარუსულს
#დაადუმერუსეთუმე #გააგდერუსი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →