შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ჩაგვიკლეს ემოციები

ჩვენ პარლამენტთან მივედით,
ხელში გვეჭირა იები.
მათ დაგვიშინეს ტყვიები,
ჩაგვიკლეს ემოციები.

მათ მოგვიშვირეს წყლის ჭავლი
მრავალჯერ განაციები.
მათ დაგვიშინეს ტყვიები,
ჩაგვიკლეს ემოციები.

ვისი ბრძანებით მოგვწამლეს
არ ვიცი, არ ვეძიები.
მათ დაგვიშინეს ტყვიები,
ჩაგვიკლეს ემოციები.

მერე დილეგში ჩაგვყარეს
და შეადგინეს სიები.
მათ დაგვიშინეს ტყვიები,
ჩაგვიკლეს ემოციები.

ჩვენ პარლამენთან მივედით,
ხელში გვეჭირა იები.
მათ დაგვიშინეს ტყვიები,
ჩაგვიკლეს ემოციები.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →