შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

მე და ლესბოსელები

მოვიარე მთები და
მოვიარე ველები.
დამეღალა ფეხები,
მომეთენთა ხელები.

ზოგან შემხვდნენ ჭკვიანნი,
ზოგან ვნახე დელები.
ხან დავლანდე მშვიდები,
ხან ვიხილე ხელები.

სიტყვები მომაყარეს,
დაიღალდრეს ყელები.
გავაკეთე დასკვნები
სწრაფები და ნელები.

ფეხზე თუ დაიკიდებ,
რას ფიქრობენ ძველები,
მოწყვლადს თუკი დაიცავ,
ფეხქვეშ გაითელები.

სიყვარული რა არის
ვერ ხვდებიან ბნელები.
ხილვადობას აღვნიშნავთ
მე და ლესბოსელები.

#სიყვარულიასიყვარული
#ლესბოსელთახილვადობისდღე
#მედალესბოსელები
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →