შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ბევრით ერთი

დღეს შენ აგებ ჩემთან,
ანგარიში მშრალი.
შენ კიბო ხარ, მე კი human
ან კაცი, ან ქალი.

მე შენ გიგებ ყოველ დილით,
ამ უტიფარ game-ს.
მე ვიღვიძებ, შენ მარცხდები
შენ იგემებ shame-ს.

ასე არის ყოველ დღეს და
მე კვლავ ვიგებ ბრძოლებს.
შენი კი ფიქრობ აატირებ,
ჩვენს ქმრებსა და ცოლებს.

ერთ ცუდ დღესაც, ალბათ გვიან,
ჩვენ გვექნება ბრძოლა,
battle, როცა დაიწყება
ჩემი გრძელი წოლა.

ბოლოს, როცა დამამარცხებ
და წამიყვანს ღმერთი.
თამაშს მაინც მე მოგიგებ
როგორ? ბევრით ერთი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →