შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

პროპაგანდა და აგიტაცია

დროა, დასრულდეს სპეკულაცია,
სად უნდა იყოს მთელი ნაცია.
ახლა გვჭირდება კონცენტრაცია,
პროპაგანდა და აგიტაცია.

ჩამოვარიგოთ პროკლამაცია,
გავაპროტესტოთ ოკუპაცია,
ჩვენში რუსეთის ინსტალაცია
პოლიტ.გვამების ექსჰუმაცია.

ჩვენი ტვინების პერფორაცია,
ექსპანსიური პენეტრაცია,
ვიპოვოთ ის, ვინც გასცა სანქცია.
რაც აღარ გვყოფნის ალბათ ქანცია.

დროა, დასრულდეს სპეკულაცია,
სად უნდა იყოს მთელი ნაცია.
ახლა გვჭირდება კონცენტრაცია,
პროპაგანდა და აგიტაცია.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →