შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

არასოდეს დაივიწყო ბუჩა!

სხეულებით ავსებული ჭები
და ცხედრებით მოფენილი ქუჩა.
რუსმა ხოცა ხელშეკრული ძმები...
არასოდეს დაივიწყო ბუჩა!

იმპერიის პროპაგანდამ ბნელმა,
ჯალათები ერთად მოაქუჩა.
არ შერჩებათ ჩვენი ხოცვა-ჟლეტა...
არასოდეს დაივიწყო ბუჩა!

გენოციდით მოტანილი ტკენა,
წლების დინებამ ვერ გააყუჩა.
დაგავიწყდა გაგრა, მაგრამ აწი
არასოდეს დაივიწყო ბუჩა!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →