შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

გვიჭიმავენ ზამბარას

გვიჭიმავენ ზამბარას,
სულ ბოლომდე წელავენ.
გამოდიან ქუჩაში,
ქართველები ღელავენ.

ამბოხების კონტროლის
მანქანები გელავენ.
პატრიოთა კბილები
ციმციმებზე ელავენ.

ჩვენი ერის ღირსებას
ისევ ფეხქვეშ თელავენ.
ისტორიულ არჩევანს
უნამუსოდ ქელავენ.

ჩვენს ევროპულ მომავალს
დაუნდობლად ცელავენ.
სამართლიან პროტესტებს
ვეღარ გადაბელავენ.

გვიჭიმავენ ზამბარას,
სულ ბოლომდე წელავენ.
გამოდიან ქუჩაში,
ქართველები ღელავენ.

#თავისუფლებალაზარეს
#თავისუფლებაპოლიტპატიმრებს
#შეიცვალოსმოძალადეხელისუფლება
#შეიცვალოსმოღალატეხელისუფლება
#დაისაჯონმოძალადეები
#დაისაჯონმოღალატეები
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →