შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

კიბო და მეტასტაზები

რუსეთი არის კიბო და
რუსები მეტასტაზები.
ჩვენ სამკურნალოდ გვჭირდება
ამერიკული ბაზები.

როდესაც მტერზე ვსაუბრობ,
არ მაქვს წითელი ხაზები.
მე არ ვაფერუმარილებ
წრფელია ჩემი ფრაზები.

რუსმა ზამთარში დაგვყინა
გადაგვიკეტა გაზები.
გადაგვიღება ტაძრები,
აგვაჩეხინა ვაზები.

დაადგმევინა ბადრაგებს
ცოცხები, აქანდაზები.
დააგებინა გამყიდველთ
მტრებისთვის ფიანდაზები.

ჯალათებს გააზიდინა
მაცივარ-უნიტაზები.
გვაწამა, გვაგროვებინა
ამოსახეთქი ბრაზები.

არ გვინდა ლადა, ჟიგული,
კამაზები და მაზები.
მოყვარეებთან ბოროტნი,
მოსისხლეებთან ნაზები.

რუსეთი არის კიბო და
რუსები მეტასტაზები.
ჩვენ სამკურნალოდ გვჭირდება
ამერიკული ბაზები.

#არარუსეთს #არარუსს #არარუსულს
#დაადუმერუსეთუმე #გააგდერუსი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →