შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

მე მზარეული

რაც დავოჯახდი,
არ ვარ ეული.
აღარ მაწამებს
აზრი წყეული.
ვერაფერს მაკლებს
სული გრძნეული.
შიმშილით გავხდი
მე მზარეული.

გაზქურასთან ვარ
ვით მთვარეული,
კარგად მადგება
რეცეპტთ რვეული.
განში იზრდება
ჩემი სხეული.
შიმშილით გავხდი
მე მზარეული.

ვერ მოვამზადე
ჯერ ფხალეული.
ირგვლივ ხალხია
გადარეული.
გადავაკეთე
კვება ჩვეული.
შიმშილით გავხდი
მე მზარეული.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →