შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ექვემდებარები

ღირებულის შექმნას
ვერც კი ეპარები,
მაშინ, როცა ტანჯვას ექვემდებარები.

მასზე დიდხანს ფიქრობ,
სიკვდილს ებარები,
როცა შენ წამებას ექვემდებარები.

წარსულს გაიხსენებ
ფრთხილი ნეტარებით,
მაშინ, როცა ტანჯვას ექვემდებარები.

მკვლელებს დაუტოვე
ღია ეგ კარები,
როცა შენ წამებას ექვემდებარები.

ერთად გაისტუმრე
ღალა-ბეგარები,
მაშინ, როცა ტანჯვას ექვემდებარები.

ვერც ერთ თავშესაფარს
ვერ შეეფარები,
როცა შენ წამებას ექვემდებარები.

#ტანჯვასექვემდებარები
#წამებასექვემდებარები
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →