შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

8 მარტს

8 მარტს მე მინდოდა ,
შენთვის მომელოცა...
8 მარტს მე მარბევდნენ.
8 მარტს მე გავრბოდი.

8 მარტს მე მინდოდა,
მეკოცნა შენთვის...
8 მარტს მე მწამლავდნენ.
8 მარტს მე მირტყამდნენ.

8 მარტს მე მინდოდა,
ჩვენ ერთად გვევახშმა.
8 მარტს მე მყიდიდნენ.
8 მარტს მე მახრჩობდნენ.

8 მარტს არ მინდოდა
მე სუნი დენთის.
8 მარტს მე მესროდნენ.
8 მარტს მე მათრევდნენ.

და მაშინ, როდესაც
მივხვდი, რომ დამთავრდა,
მე შენ მოგიტანე
კონა ნარცისების.

და გახმა მალევე,
რადგანაც ისინი
მე უნდა მომეცა
8 მარტს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →