შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

რამე ღირებული

ნეტავ აქ თუ მოხდა
რამე ღირებული?
რატომ არის ერი
აჟიტირებული?

სისტემაა ისევ
კორუმპირებული.
გვმართავს ბიომასა
გამოსირებული.

გვაქვს მენტალიტეტი
გათახსირებული.
და მეხსიერება
ფრაგმენტირებული.

მდარე გემოვნება
ანგაჟირებული.
გიგანტური ეგო
ერეგირებული.

ბევრი იდიოტი
ეგზალტირებული,
სტერილიზებული
და კასტრირებული.

მოაზროვნე ხალხი
რეპრესირებული.
ყველა ოპტიმისტი
კი ფრუსტრირებული.

ერი არის ზიზღით
მოტივირებული
ჰომოფობიასთან
ასოცირებული.

ტელესერიალზე
გულაჩუყებული.
აქვითინებული
და ატირებული.

ნეტავ აქ თუ მოხდა
რამე ღირებული?
რატომ არის ერი
აჟიტირებული?
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →