შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

და მერე გააზიარე

მინდა, ხედავდე ჩემს ნაწერს,
აქამდე რა გზით ვიარე.
წაიკითხე და გაიგე
და მერე გააზიარე.

მე ჩემი აზრი აქამდე
ვერაფრით გავაფიარე.
ნახე და გაანალიზე
და მერე გააზიარე.

არ მიკვირს, ფოლოუერები
რატომ ვერ მოვანიარე.
წაიკითხე და გაიგე
და მერე გააზიარე.

იქნებ შენც მითხრა, რას ფიქრობ
იდეას შენც მაზიარე.
ნახე და გაანალიზე.
და მერე გააზიარე.

მინდა, ხედავდე ჩემს ნაწერს,
აქამდე რა გზით ვიარე.
წაიკითხე და გაიგე
და მერე გააზიარე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →