შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

მოგებულია ბრძოლა, მოსაგებია ომი

თავისუფლება ყველას,
კატა არის, თუ ლომი.
მოგებულია ბრძოლა,
მოსაგებია ომი.

იყავი შეუპოვრად
შენ აქციებზე მდგომი.
გაავსე სურათებით,
შენი ფოტოალბომი.

რუსები გააკვირვე
შენი პროტესტის ზომით.
მარტივი ეს არ არის,
როგორც მირთმევა ღომის.

გამოვა არაფერი,
ჩუმად ყოფნით და ჯდომით.
მოგებულია ბრძოლა,
მოსაგებია ომი.

#დაადუმერუსეთუმე
#დერუსიფიკაცია
#ევროინტეგრაცია
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →