შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

არის თემა

#არისთემა: ძალადობა,
იძულება, თრევა, ცემა.
უკვე დროა მთელმა ერმა
დაამთავროს ეს თვითგვემა.

ყოფნა სჯობს თუ აღარ ყოფნა,
აღარ არის ეს დილემა.
არც ნამგალი და არც ურო
არის ლოგო ან ემბლემა.

უკვე ვეღარ შეგვაშინებს
წყევლა-კრულვა, ანათემა.
ახლა კარგად ვიცით ყველამ,
ქვეყნის წინსვლა #არისთემა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →