შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

შპიონი

როდესაც რუსთა დაიძრა ჯარი
და გადმოლახა კავკასიონი,
მას აქ ელოდა რუბლებ ნათქვლეფი,
ორკის ჯაშუში, ღორის შპიონი.

ბოროტის მყრალი გავის მლოკავი,
ცუდის მსახური, ვით მინიონი.
ეუბნებოდა გადამთიელებს
"აქ თქვენთვის ქრიან თბილნი სიონი."

ჰომოფობების კვალს მიჰყვებოდა,
გზას უჩვენებნდენ შავნი შიონი,
მრყვნელნი ეგონა ევროპელები,
ღმერთი ეგონა ბაგრატიონი.

მას ეს ქვეყანა არ ადარდებდა,
აქეთ მტკვარი და იქით რიონი.
ბნელ ოცნებებში მოსკოვს ხედავდა,
უნდოდა თითქოს ნიცა, ლიონი.

რუსის აგენტებს ბევრი ფული აქვთ,
ზოგს მილიარდი, ზოგს მილიონი.
მაგრამ ნახავენ სანქციებს მალე,
წერილს მიუტანთ ფოსტალიონი.

ქვეყანას მტერი რომ აოხრებდა,
მაშინ სამშობლოს ჰყიდდა შპიონი.
შეყუჟულიყვნენ თბილ სოროებში,
დუმდა ხალხი და დუმდა სიონი.

#არარუსეთს #არარუსს #არარუსულს
#დაადუმერუსეთუმე #გააგდეორკი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →