შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

მედროვე გოჭი

სოლიდარობა შირმა არ არის
და მეგობრობა არ არის ლოტო.
მერე არავის ემახსოვრება,
როგორ შეცვალე პროფილის ფოტო.

შენ თუ მეგობარს დააღალატე,
შენი დუმილით ჭამე შეიმი.
მერე არავის ემახსოვრება,
როგორ შეცვალე ფოტოს ფრეიმი.

უკრაინელს თუ ზურგი აქციე
ომში იყავი რუსის ლავერი.
მერე არავის ემახსოვრება
როგორ შეცვალე ფოტო ქავერი.

მალე მოვა დრო, აჭიკჭიკდები,
შენ იტყვი, საქართველოა სოჭი.
მაგრამ ვერავის გამოაპარებ,
რომ ხარ ბინძური მედროვე გოჭი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →