შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

მოტორიკა | რიტორიკა

გადაბრუნდა და გამოჩნდა შორი გზები,
ეს ურემი იქ ვერ მივა, ვერც ურიკა,
საჭიროა ძრავიანი და ბორბლებით,
გვინდა ავტომატიკა ან მექანიკა.

კლიმატით რომელი გვიჯობს, ან ინდექსით,
კარგად ვნახოთ, როგორია სტატისტიკა.
თბილი მხარე გვინდა საცხოვრებლად:
მექსიკა, თუ კოსტა რიკა, თუ კორსიკა.

თუ დუნდება, ნელა ცვდება, იკარგება,
უტიფარი და ნატიფი მოტორიკა.
არ მიჰყვება, არსად მიდის, ჩემთან რჩება
ცხოველმყოფლობს, უწონადი რიტორიკა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →