შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

პრეცედენტი

გადაიხდი, თუ ბანკია
მაგ ბარათის ემიტენტი.
მოითმინო უნდა, რადგან
დღეს შენ გქვია პაციენტი.

ცოტა ხნის წინ აირჩიე
პრეზიდენტად რეზიდენტი.
ამან გითხრა, დიქტატორი
არის თურმე პრეზიდენტი.

ადექი, ხმა აღიმაღლე
და შექმენი პრეცედენტი.
იცოდე, რომ შენ პროტესტში
არ იქნები მარტო, კენტი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →