ჩანაწერი
Laravel
ეს არის ჩემი მემკვიდრეობა
მოვა დრო, როცა აღინიშნება,
უჩემოდ ჩემი მცირე დღეობა.
მართალი სიტყვა, გულწრფელი ვნება,
ეს არის ჩემი მემკვიდრეობა.
თხოვნაა ჩემი, რომ არ ვიქნები
არ გამიმართო უშნო ღრეობა.
ალალი ცრემლი, იმედის წვეთი,
ეს არის ჩემი მემკვიდრეობა.
მოვა დრო და მე ისევ მექნება
დიდხანს ნანატრი მოცალეობა.
პატარა ლექსი, მუსიკაც ცოტა,
ეს არის ჩემი მემკვიდრეობა.
უჩემოდ ჩემი მცირე დღეობა.
მართალი სიტყვა, გულწრფელი ვნება,
ეს არის ჩემი მემკვიდრეობა.
თხოვნაა ჩემი, რომ არ ვიქნები
არ გამიმართო უშნო ღრეობა.
ალალი ცრემლი, იმედის წვეთი,
ეს არის ჩემი მემკვიდრეობა.
მოვა დრო და მე ისევ მექნება
დიდხანს ნანატრი მოცალეობა.
პატარა ლექსი, მუსიკაც ცოტა,
ეს არის ჩემი მემკვიდრეობა.
Laravel
კომენტარი
0