ჩანაწერი
Laravel
თორმეტის მერე დრო სწრაფად გადის
მე ვეღარ ვასწრებ
ისევ ვერაფერს
და ვერ ვისრულებ
კვლავ გულის წადილს.
ცოტა ხანია,
რაც შევამჩნიე,
თორმეტის მერე
დრო სწრაფად გადის.
გადამაფარებს
ღამის გუშაგი
იდუმალების
უხილავ მანდილს.
მე, როგორც სიტყვის
მცველი, მუშაკი,
ვხედავ, რომ ასე
დრო სწრაფად გადის.
ახლა ის დროა,
როცა ვიცი, რომ
ვერ ამისრულებს
ბოროტი ქადილს.
გამოცდილებამ
დამარწმუნა, რომ
თორმეტის მერე
დრო სწრაფად გადის.
მოშიებული
სუფრას ვუზივარ
და ვახშმის ნაცვლად
ვიმზადებ სადილს.
ის გაცილებით
გემრიელია,
რადგან ვიცი, რომ
დრო სწრაფად გადის.
უფრო ადვილი
ხდება ღამის ჟამს,
გაგება აზრის,
დანახვა ცხადის.
სწრაფად ვმოქმედებ
და მე ვიცი, რომ
თორმეტის მერე
დრო სწრაფად გადის.
მე ვეღარ ვასწრებ
ისევ ვერაფერს
და ვერ ვისრულებ
კვლავ გულის წადილს.
ცოტა ხანია,
რაც შევამჩნიე,
თორმეტის მერე
დრო სწრაფად გადის.
ისევ ვერაფერს
და ვერ ვისრულებ
კვლავ გულის წადილს.
ცოტა ხანია,
რაც შევამჩნიე,
თორმეტის მერე
დრო სწრაფად გადის.
გადამაფარებს
ღამის გუშაგი
იდუმალების
უხილავ მანდილს.
მე, როგორც სიტყვის
მცველი, მუშაკი,
ვხედავ, რომ ასე
დრო სწრაფად გადის.
ახლა ის დროა,
როცა ვიცი, რომ
ვერ ამისრულებს
ბოროტი ქადილს.
გამოცდილებამ
დამარწმუნა, რომ
თორმეტის მერე
დრო სწრაფად გადის.
მოშიებული
სუფრას ვუზივარ
და ვახშმის ნაცვლად
ვიმზადებ სადილს.
ის გაცილებით
გემრიელია,
რადგან ვიცი, რომ
დრო სწრაფად გადის.
უფრო ადვილი
ხდება ღამის ჟამს,
გაგება აზრის,
დანახვა ცხადის.
სწრაფად ვმოქმედებ
და მე ვიცი, რომ
თორმეტის მერე
დრო სწრაფად გადის.
მე ვეღარ ვასწრებ
ისევ ვერაფერს
და ვერ ვისრულებ
კვლავ გულის წადილს.
ცოტა ხანია,
რაც შევამჩნიე,
თორმეტის მერე
დრო სწრაფად გადის.
Laravel
კომენტარი
0