შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

გამო

როდესაც გმართავს
უბირი ტიპი,
თანამდებობის შეუსაბამო.
გამო შენ გამო, გამო ჩემ გამო,
ადექი, გამო, გამოდი, გამო.

როდესაც გთრგუნავს,
როდესაც გჩაგრავს,
მოსთხოვე წასვლა, აღარ აამო.
გამო შენ გამო, გამო ჩემ გამო,
გამოდი, გამო, უბრალოდ, გამო.

როდესაც ფეხზე
ჰკიდიხარ ცალზე,
მის გამო თვალი არ დაინამო.
გამო შენ გამო, გამო ჩემ გამო,
ადექი, გამო, გამოდი, გამო.

უბედურებავ,
მალე დაგვტოვე,
ბედნიერების დადექი ჟამო.
გამო შენ გამო, გამო ჩემ გამო,
გამოდი, გამო, უბრალოდ, გამო.

#გამოშენგამო
#გამოჩემგამო
#გამოდიგამო
#უბრალოდგამო
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →