შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

მარტოობის შფოთვა

მესმოდა ლეწვა იქ რიყის ქვების,
ვიდექი მაშინ მდინარის პირას.
დამვიწყებოდა აზრები სხვების,
და ირგვლივ ტყესაც მკდარივით ძინავს.

ვფიქრობდი ერთზე, არა — მრავალზე,
ვფიქრბდი ღმერთზე, შთამომავალზე.
დრო გადიოდა უჩუმრად, ჩქარა,
მაგრამ ფიქრი ხომ არასდროს კმარა.

ვფიქრობდი შენზე, ვფიქრობდი სხვაზე,
ვფიქრობდი გემზე და თუნდაც ზღვაზე.
ფიქრი მიბყრობდა, მაბავდა თოკით,
ძილი მინდოდა — მეღვიძა შფოთით.

აზრები გარბის — მე ვერ ვეწევი,
გული მაქ ხარბის — ეშმაკს ვეწვევი.
ასე ვფიქროვდი დაუღალავად,
ყველას ვიხმობდი — მტერსაც თამამად.

იყო სიმშვიდე, იყო ქაოსი,
იყო ფიქრებიც — სასაფლაოსი.
ასე ვმსჯელობდი მარად და მარად,
ბოლოს პირჯვარი იმ ხმისას ზარად.

მესმოდა ლეწვა იქ რიყის ქვების,
ვიდექი მაშინ მდინარის პირას.
დამვიწყებოდა აზრები სხვების,
და ირგვლივ ტყესაც მკდარივით ძინავს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →