შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

აღორძინება

აქ ბარბაროსი-მხატვარი ფუნჯით
შლის გენიოსის დიდებულ სურათს;
თავის ნახაზი უმსგავსო, ფუჭი
მასზე დახატა მან უსუსურად.

მაგრამ დრო გადის. ცრუ ფერადები
სცვივა ტილოდან ვით ქერცლი ძველი,
ნიჭის ქმნილება მზიურ ნათებით
ბრწყინვალებს, როგორც პირველად მწველი.

ჩემი სულიდან ასე ქრებიან
ყველა მტანჯავი ცდომილებანი,
და მასში ისევ აღიძვრებიან
პირველ უმანკო დღეთა გზნებანი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →