შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ჭურჭელი

მე სიყვარულით აღვივსე
და სიყვარულით ვიცლები.
განთიადს თუკი მაღირსებ
ისევ მთლიანი ვიქნები.

გრძნობები ლექსად ავკინძე.
სეტყვა დავლაშქრე სიტყვებით
და ამ ლექსებში ჩავძირე
სადაც ვარ ჩანაძირები.

მინდოდა შენთვის მომეცა
ზევსის ნარჩევი შვილები.
ბედი საშინლად მომექცა
ვერ მოგეც დანაპირები.

ალბათ ასეა საჭირო
გოდება სასოწარკვეთის,
დრო, რომ მოვიდეს სალხინო,
წარსული ჰგავდეს გაკვეთილს.

ალბათ ამიტომ ფიქრები
სტუმრობენ ლანდებს გაცვეთილს,
რომ სიყვარულით ვიცლები
და იმედი მაქვს ავსების.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →