შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

მკათათვეს

ყველა ყაყაჩოს მოვწყვიტავ,
მაგრამ შენ ხომ მათ სჯობიხარ?!
ვარდებს ეკლებში ჩაძირავ.
მზეც შენ მოგყვება, სხვას ჩრდილავს.

აჩრდილად გადავიქეცი
და დილად მაღლად ვიცქერი
და მახსენდება ის ძველი,
ის უძველესი ფიქრები

მიმრთმევი ჩუმი ალერსის.
გიმღერი გულით და გესმის
სიწრფელის ხმები და გესმის
ტიტების ფერია კვნესის.

კვნესის, რომ შენი არ არის.
მის ფერებს, რომ არ ანათებ.
კვნესა ოცნებად გარდადის:
"იქნებ მეშველოს მკათათვეს"
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →