შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ფოთოლი - სიცოცხლე

უხ, რა კარგია ფოთლები.
ო მორთმეულო სიმწვანე!
გთხოვ, ხეს ნურასდროს მოსწყდები
ნუ აორთქლდები მიწაზე!

არადა როგორ კვდებიან,
როგორ კვდებიან იცოდე
ეს სიგიჟემდე ვნებიან
კაპიტანები კიჩოზე.

ამ ვნებით და ამ სიგიჟით
ფერი სიმწვანით მომლანდე
მფრენი ფოთოლი შრიშინით
გაფერადდება მოლამდე.

და ასე მარტო დავრჩები
სხვები კი ფოთლებს თელავენ
კაპიტნად თუ მე დავსველდი
მე დავსველდები გემბანზე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →