შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

მიჯნური აზოვსტალში

აზოვსტალში

მეოხ მეყავ მე!
ოხ, ნეტავ დღე მოსდევს ამ დღეს,
თუ მომავალი მოსპეს, დაკლეს
მოკლედ დასცეს?
ხმალი ორლესულ მოთქმებს გალესს,
ოხრებს გალევს.
ნამი ომზე სულ ოდებს დაწერს,
ღრუბლებს დალევს.
ალექსანდრეებს, ბუცეფალებს,
უღწევ ნალებს
დაახვედრებენ უჩენ ისრებს,
უტეხ ფარებს.
ვეუბნები ამ ულხენ დარებს
"უცებ, მალე"-ს
"გთხოვ წადი, წადი გაიარე!"-ს
უძღებ ღამეს.
შენ გამუდმებით ითვლი წუთებს,
უმზერ წამებს.
გრძნობა ძლიერი ჩაგიხუტებს,
გკოცნის თვალებს.
მომენატრები უხმო ალერსს,
უცხო მხარეს.
მე მოგცემ დღეს, შენ მომცემ ხვალეს,
მომცემ ხვალეს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →