შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ეგოისტის ხელობა

პოეზია - ეგოისტის ხელობა
მოესია ეზოს ჭიშკარს მდელოდან.
მოხდენილად პოეტები მღერიან:
"ქარი მწყემსავს ყვავილების მსვლელობას".

განწყობებით ამაღლებულ, დაკოდილ
ჩემი გული შენს მოსვლასაც ელოდა.
შენს საძებნად მსვლელობაში დავრბოდი.
ყოველ წუთას უფრო მეტად ბნელოდა.

მოვიარე ყაყაჩოთა ველები.
ამ ვარდებსაც მიკვირს როგორ ველევი.
შენ შემნატრე სულ ყველაფერს დათმობენ
პოეზიის ეგოისტი მცველები.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →