შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ლომი ლომებში

აღარ მინდა დავცალო კალმის კანიონებში
დაბუდული სამყარო, გახვეული მორევში.
აღარ მინდა იწყებდეს შფოთის ხმები
ომებში
კარებების დარაზვას და ცხოვრებას ხსოვნებში.
როგორც ლომი, ვისურვებ პირველობას ლომებში.

შენ თუ გინდა გარბოდე ეს არ ნიშნავს დასასრულს.
ჩემი მაცნე მთვარეა. მე გიპოვნი დაკარგულს.
ვარსკვლავი მხედარია, შეეწევა აღკაზმულს.
ნასპეტაკებს წააგავს მზის სხივებში
გამდნარ სულს.
როგორც ლომებს ლომებში პირველობა ისე მსურს.

შენ თუ სხვასთან მიხვედი, სხვა ყოველთვის იქნება.
როგორც ზღვაა, მდინარე თუკი მიედინება.
ნუ დაგღლიან მეტრები, ვერ დაგღალეს მილებმა.
გაიხსენე! გრძნობებმა ადრე როცა ინება,
რომ კარიბჭე გააღოს ლომებს შორის პირველმა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →