შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ზიარება

მე ვეზიარე გუშინ.
ქარი გრიალებს სულში.
რიდით წვეთები წვიმის
ირინდებიან ხნულში.

მე ვეზიარე როცა
ღრუბელს წითელი რქმოდა
ცისარტყელასაც ჩანდა,
რომ ელვარება სწადდა.

მე ვეზიარე ტკივილს
გათსემანიის ბაღის.
შენ სჩივი როგორ ჰყიდის,
ხელზე ამბორის მნახი.

ეს შფოთი არის ტალღად
მავალი ყველას გულში.
არ გავურბივარ არსად.
მე ვეზიარე გუშინ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →