შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

წვიმა წააგავს

წვიმა წააგავს ორკესტრს,
წითელს აწითლებს მეტად.
ო, ნეტავ დამცემოდეს
შენი ალერსი წვეთად.

რომ გრძნობა განმეორდეს,
პირველად რაც მომეცა
წვიმებს და ქარებს ქსოვდეს
იდუმალებით ზეცა.

ბჟუტავენ შუქნი, შეკრთნენ.
შაბათის ღამე დგება.
თვალები დაგეძებენ
შენ გძინავს ნება ნება.

გამოგეღვიძოს ნეტავ,
არ მინდა მეტხანს მოცდა,
მაგრამ თან ვერა ვბედავ
შენ უნებართვოდ კოცნას.

გამოიღვიძო იქნებ
გაფხიზლოს ჩემმა ხმებმა,
თუმცა ხმადაბლა გიმღერ
ტკბილად დაგეძინება.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →