შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

გმირი

მახარებს ის, ვინც იდეისთვის თავსაც გასწირავს.
გამგდებით ნისლის, რომ მიაღწევს უშბას და მყინვარს,
არ იცნობს ვისთვის შიშის ბორკილს შუად გასწყვიტავს.
ზარები ისმის, ვარსკვლავები მის დარად ბრწყინავს.

მახარებს დედა, სიყვარული ასე, რომ მისცა.
მახარებს მამა, თავის გვარზე, რომ დააფიცა.
მახარებს სატრფო, მისი გული, რომ განამტკიცა.
მახარებს გრძნობა, ქარში სანთელს, რომლითაც იცავს.

შენ გქვია გმირი და შენ სახელს გმირებს მიუწერ.
სასყიდით ძვირით საგმირონი საქმე გვიუწყე
და თავგანწირვით ხმალი ბრძოლის აზრით მიკურთხე,
ბრძოლაში სიკვდილს სული სტაცე ხორცი მიუგდე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →