შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ნუთუ არ გესმის

მე შენ მიყვარხარ.
ნუთუ არ გესმის?
ხელები გათბა,
შენი ალერსით.

მდუმარე ნატვრა,
უჩუმრად მსურდა,
მზე გაიბადრა
და გაზაფხულდა.

როგორც ფუტკარი
ვეძებ შენ ყვავილს.
შენით უკვდავი
მიჩნდება თავი.

ხომ გაზაფხულდა
და ამ წვიმაში
ხის ქვეშ დავფრინავ
გხედავ ხილვაში.

ვყვირი: "მიყვარხარ"
ნუთუ არ გესმის?
ხელები გათბა
შენი ალერსის.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →