შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

იმედი

როგორ მომწყინდა
ფუჭი იმედი.
ის ვერ მოვიდა,
მე ვერ მივედი.

ლანდი მკოცნიდა
და მას ვიღებდი.
ის ვერ მოვიდა,
მე ვერ მივედი.

ჟამმა ორპირმა
აქრო მილედი.
ქარში ოხვრიდა
მე ვერ ვისმენდი.

ძველი ხსოვნით და
ძველი ფიქრებით
ტკბობა მომინდა,
ტკბობავ მინდები.

ვუთხრა მომინდა
წრფელი სიტყვები.
ხმაც არ მყოფნიდა
და არც სიმები.

ფიქრი მოცვივდა,
კვლავ მაქვს იმედი,
თუმც ვერ მოვიდა
თუმც ვერ მივედი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →