შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

სინანული

მთელი ცხოვრება
ერთი დღე არა
დიად მოვლენად
უნდა მეარა.

უნდა მეფიქრა
რას ვთანმხდებოდი,
რომ შემეჩვია
შენი მელოდი.

რომ ყოფილიყავ
სადაც არ იყავ,
ჩემმა თილისმამ,
სადაც გამრიყა.

თუმცა არის ხვალ,
დღე დღეს აღარ ჰგავს
უცხოდ წამიხვალ,
თავი დამკარგავს.

სიტყვა არ გესმის
არც ერთი ალბათ.
ოხვრის და კვნესის
შენ რომ ხარ სხვაგან.

ჩემი, პოეტის
თქმას ნუ გადახვალთ,
მე რომ მოვკდები
გულს ნუ დამარხავთ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →