შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

თავისუფლების ფიცი

ჯერ არ გვქონია ზიარების ამხელა ძალა.
მოდი გავფრინდეთ! სანამ გრძნობა არ დაიღალა
იმ აღტაცების, სიკვდილ-სიცოცხლის საზღვრად რომ ვდგავართ.
რომ ამ საზღვარზე სიყვარულის ანგელოზთ ვგავართ.

მოდი გავფრინდეთ! აღარ ითმენს არც ერთი ფიქრი.
მოდი გავფრინდეთ! სანამ გვითრევს დაწყების შიში.
მოდი გავფრინდეთ! დაილია ცხოვრება ძილში.
მოდი გავფრინდეთ! მოდი გავფრინდეთ! მოდი გავფრინდეთ!

მოდი შევისხათ ანთებული სილაღით ფრთები
მუდამ ვიცოცხლებთ სიკვდილით კი ერთხელ მოვკვდებით
მოდი გავფრინდეთ! სიარულით თუ ვეღარ ვძღებით
მოდი გავფრინდეთ! გზები განვლოთ გოლგოთას მთების!

მუდამ იქნები! მუდამ ვიქნები! მუდამ ვიქნებით!
თავისუფლებით და ჩვენი ნებით, სიცოცხლის ნებით!
მე მომინდები, შენც მოგინდები, განვლოთ ბინდები!
შენ გაფრინდები! მე გავფრინდები! ჩვენ გავფრინდებით!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →