ჩანაწერი
Laravel
სიბნელის ქარი
ამ სიბნელეს და ცივ ვნებებს გადაფარავს ვინ?
მხოლოდ უწყალო წვეთი და ღამე მზიანი
გვიან მდიან, სისხლნი სახტად სახლსა ლახტად ხტის.
ხატებს ქმნიან სახელები, სასმლის მადა მღვრის,
ნაზად ხელფეხ მიმოდიან და ხდებიან სხვის,
დაჰბერვიან სიზმრებიან ქარნი სიბნელის.
გეყოს ერთი აფეთქებაც სიყვარულისთვის!
გეყოს ამპარტავანება უკვდავებისთვის!
მე მწყურია ცხელი ვნება და ნათება მზის.
განთიადო, გამოსძახე ქარებს სიბნელის!
მხოლოდ უწყალო წვეთი და ღამე მზიანი
გვიან მდიან, სისხლნი სახტად სახლსა ლახტად ხტის.
ხატებს ქმნიან სახელები, სასმლის მადა მღვრის,
ნაზად ხელფეხ მიმოდიან და ხდებიან სხვის,
დაჰბერვიან სიზმრებიან ქარნი სიბნელის.
გეყოს ერთი აფეთქებაც სიყვარულისთვის!
გეყოს ამპარტავანება უკვდავებისთვის!
მე მწყურია ცხელი ვნება და ნათება მზის.
განთიადო, გამოსძახე ქარებს სიბნელის!
Laravel
კომენტარი
0