ჩანაწერი
Laravel
ჯოჯოხეთი და სამოთხე
ჯოჯოხეთი - სიტყვა მზარავს,
მეუბნება ჭირს და ვარამს,
სიკეთესაც მოიპარავს,
სიბნელეში გადამალავს.
რა ძნელია გეყოს შიში,
გეყოს გრძნობა, ვაი-ვიში
იკანკალო სამუდამოდ,
იკანკალო თხრილში, ძილში.
სამოთხეა - მაგდებს ხიბლში.
მისკენ ვიწევ, მისკენ ვილტვი,
მისით ვცხოვრობ, იმედს ვიქმნი
და სიცოცხლის დღეებს ვითვლი.
ვიცი წავალ, მე ეს ვიცი,
მინდა ვიყო ლხინი მახლდეს
და ცხოვრება ჰგავდეს სიცილს,
აყვავებულ ია-ვარდებს.
ალბათ ფუჭად ვნატრობ ამდენს.
სამოთხეა - ხიბლში მაგდებს.
მეუბნება ჭირს და ვარამს,
სიკეთესაც მოიპარავს,
სიბნელეში გადამალავს.
რა ძნელია გეყოს შიში,
გეყოს გრძნობა, ვაი-ვიში
იკანკალო სამუდამოდ,
იკანკალო თხრილში, ძილში.
სამოთხეა - მაგდებს ხიბლში.
მისკენ ვიწევ, მისკენ ვილტვი,
მისით ვცხოვრობ, იმედს ვიქმნი
და სიცოცხლის დღეებს ვითვლი.
ვიცი წავალ, მე ეს ვიცი,
მინდა ვიყო ლხინი მახლდეს
და ცხოვრება ჰგავდეს სიცილს,
აყვავებულ ია-ვარდებს.
ალბათ ფუჭად ვნატრობ ამდენს.
სამოთხეა - ხიბლში მაგდებს.
Laravel
კომენტარი
0