შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

მეზობლის მონოლოგი

მეზობლის ვენახზე ჩიტები ისხდნენ.
მე ყურძენს ვკრეფდი.
გავჩერდი და მივაყურადე.
უნაწილებდნენ ნისკარტებით ერთმანეთს ყურძენს.
...შემრცხვა მეზობელს კიბე რომ არ ვათხოვე წუხელ...
სავსე გიდელი ჩამოვკიდე მის ტალავერზე -
ჩიტებმა მაინც მიხსნან მეთქი
სირცხვილისაგან...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →