შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ბაბუას

მე იმ ხეებთან ჩავიკეცე და გიხსენებდი,
როგორ ვცელავდით ჩვენ აქ ადრე წელამდე ბალახს.
ადიდებულან ჩვენი სოფლის მდინარეები,
ბაბუ, და წერო ეთოვლება სივრცეთა გახსნას!

რად გადახვედი გაზაფხულზე სიზმრების მხარეს
და შენი სისხლი შეატოვე მირიარდ ვარსკვლავს?!
ვზივარ ცათა ქვეშ, როგორც მოგვი და ვერ ვიხსენებ,
ახლა შობაა თუ შენ ჰყვები იმ შობის ამბავს...

ვიცი ოდესმე ამ ხეებთან პირველმწყემსები
ჩაივლიან და ქრისტესშობას იგალობებენ...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →