შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ამასობაში გასულა ერთი წელი

ამასობაში გასულა ერთი წელი -
რაც აშუღი გამხადე და რაცა გელი:

ქვეყნისა, ჩემი გულის - ხარ გამგებელი,
არ მეფიქრო - არ შემივსია ფურცელი.

უშენობას აღარ მსტუმრობს მგალობელი,
ჩემს სახლის თავს არა სცილდება ღრუბელი -

უშენობას ცისმშვილდი ვერაა ჭრელი,
უშენია სამყარო და უშვებელი,

გაზაფხული ვერაა მახარობელი,
ქარიშხალია და მე არ მყავს მაშველი.

აქაა ყველა მგოსანი თბილისელი -
იცოდე, შემდეგი წლის დავცალეთ რთველი -

რაა ღვინო, როცაა შენი სურნელი,
მონად - ხრისტი, მუსლიმი, იუდეველი...


მარტოდ შენ ხარ ამ ჭირიდან ჩემი მხსნელი -
ღმერთსა ვთხოვ, ჩემო ბატონო, იყავ ქველი.
Laravel · შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →