ჩანაწერი
Laravel
რარიგ მძიმეა კაცთა შორის ისე იარო
რარიგ მძიმეა კაცთა შორის ისე იარო,
ცრუობდე, თითქოს დაღუპული ჯერაც არა ხარ,
და ტრაგიკული ვნებებისგან დასმულ იარებს
მათ მოუთხრობდე, მომავლის რომ უწევთ დანახვა.
რომ კოშმარები მოიხილო ღამის საზარი,
გზა გამონახო უთავბოლო სვლაში ვნებისა,
რათა ფერგამკრთალ დაფიონში ხელოვნებისა
იმათ შეიცნონ დამღუპველი შენი ხანძარი.
ცრუობდე, თითქოს დაღუპული ჯერაც არა ხარ,
და ტრაგიკული ვნებებისგან დასმულ იარებს
მათ მოუთხრობდე, მომავლის რომ უწევთ დანახვა.
რომ კოშმარები მოიხილო ღამის საზარი,
გზა გამონახო უთავბოლო სვლაში ვნებისა,
რათა ფერგამკრთალ დაფიონში ხელოვნებისა
იმათ შეიცნონ დამღუპველი შენი ხანძარი.
Laravel
კომენტარი
0