შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

დამესიზმრა თუ ცხადია

როგორც ცაა უსრულო ჩემი ვნებაც მას წააგავს,
თვალუწვდენელს მხოლოდ ვხედავ
მისი სახე როგორ ღელავს
გაფრენილა სულაც არ ჩანს
კლდის მოჩანდა შორის კვალი,
მითხრა აქ ვარ შენ მე მეძებ?
დაუწყვია ეკალ-ვარდი.
დამესიზმრა თუ ცხადია
ის ჩემს წინ დგას მე მას ვხედავ,
სუნთქვა მისი ყურში მესმის
და ჩურჩულით მეტმასნება.
სიახლოვე შევიგრძენი მისი თბილი-თბილი-თბილი,
ჩემი ძვლები გაყინულა იყო ძალზედ ცივი-ცივი.
არასოდეს არ დასრულდეს მისი წასვლით ფიცით მტკიცით,
რომ ეს გული ცეცხლის ალში
გახვეულა ვით აჩრდილი.


ავტორი: ალეკო იზორია
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →